ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: რისკების მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი, 2023 წ.
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
- პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის ბიზნეს პროცესებში არსებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, მონიტორინგი და რეპორტინგი; სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება მფლობელთან ერთად და დანერგვის მონიტორინგი
- ყველა ახალი პროდუქტისა და პროცესის, ასევე ბანკის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული აუთსორსინგული საქმიანობის რისკების შეფასება და შედეგების წარგენა შესაბამის მმართველ ორგანებთან და ეროვნულ ბანკთან
- მომხმარებლებისთვის უფლებებისა და წვდომების ანალიზი/განსაზღვრა /დანერგვა/ცვლილება/შემოწმება და კონტროლი ბანკში არსებულ სისტემებში
- საოპერაციო ინციდენტების მოკვლევა, რეგისტრაცია და მონიტორინგი. რისკების შემცირებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება მფლობელთან ერთად და დანერგვის მონიტორინგი
- ბიზნეს უწყვეტიბის გეგმის მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება (BIA, BRPs, და სხვა).) და ტესტირების ზედამხედველობა
- რისკების მართვასთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება შესაბამის მართველ ორგანოებთან (ჰოლდინგი, ეროვნული ბანკი და ა. შ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მათთან გათანაბრებულ დარგში
სამუშაო გამოცდილება: 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სფეროში. არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ბანკში საოპერაციო რისკების კუთხით
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ B2-Upper Intermediate დონეზე ცოდნა; სასურველია რუსული ენის ცოდნა B1-Intermediate დონეზე
საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
- ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
- პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
- კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
- ინიციატივა & ინოვაცია
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.