ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: კვირაში 30 საათი
დეპარტამენტი: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 მაისი, 2025 წელი
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
რას უნდა ელოდე ამ სტაჟირებისგან:
- გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც მზად არის გაგიზიაროთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- გეყოლება მენტორი, რომელიც დაგეხმარება ტესტირების სამყაროში ორიენტაციაში;
- ჩაერთვები გუნდის ყოველდღიურ პროცესებში, გუნდის წევრებთან ერთად.
- საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილებას, რომელიც ორიენტირებულია შექმნას ინოვაციური და კრეატიული ორგანიზაციული კულტურა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ,სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი სპეციალობის განხრით (ან "მაინორი" ინფორმაციულ ტექნოლოგიებში);
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: პლიუსად ჩაითვლება (თუმცა აუცილებელი არ არის) გამოცდილება
ტესტირების საბაზისო ინსტრუმენტებთან (TestRail, Jira, Postman); მცირე ცოდნა ტესტირების საფუძვლებზე (ISTQB, ტესტის ციკლი, ტესტის ტიპები და ა.შ.);
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
- აქტიურობა და ინიციატიურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური უნარები;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინიციატივა და ინოვაცია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.