01.06.2017
2017 წლის 31 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეათე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო ანტერპრენიორი გიორგი ქანანაშვილი, რომელმაც ისაუბრა „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“.
ბიზნეს კაფეს შესახებ:
ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.
„ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო სპიკერის მრავალმხრივი გამოცდილებით როგორც უძრავი ქონების და ფინანსური მომსახურებების სექტორში, ასევე გადმოცემის გამორჩეული უნარით. მინდა, გამოვიყენო საშუალება და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო კოპმანია „ინსორსს“ მოწვეული სტუმრების შერჩევაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის. ყოველი შეხვედრა თავისებურად გამორჩეუული და საინტერესოა.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:
- ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”
- გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - „ინოვაციების მართვა“
- ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“
- დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“
- ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“
- პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“
- თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“
- გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”
- საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - „ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა“.