12.04.2019
10-11 აპრილს TMG 2019 - „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ გაიმართა. პაშა ბანკი უკვე მესამედ იყო ღონისძიების სპონსორი. ამით ბანკი მხარს უჭერს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკის განვითარებას.
ღონისძიებაზე მიმოიხილეს კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიახლეები. ამასთან, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის. ეს კი ინფორმაციის გაცვლასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს.
TMG 2019-ის მონაწილეთა შორის იყვნენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: China Mobile (ჩინეთი), RETN Capital (გაერთიანებული სამეფო), NewTelco (გერმანია), DanTelco (დანია), IPVOIP s.r.o. (ჩეხეთი) და სხვები.
„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება.