პაშა ბანკი „ბიას“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის სპონსორია

20.06.2019

19 ივნისს, პაშა ბანკის სპონსორობითა და ბიას ორგანიზებით, თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები გაიმართა.

წელს ღონისძიებაზე 50-ზე მეტი მოწვეული სპიკერი წარდგა. ფორუმზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიც არის: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების რეგიონული ეკონომიკა, საოჯახო ბიზნესები და ქონების მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობები, კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები და სალიზინგო შესაძლებლობები განვითარებადი ბაზრებისთვის. 

ფორუმმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ 500-ზე მეტ წამყვან ლიდერს უმასპინძლა, 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან ინტერაქციული პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართა . ასევე, შედგა B2B შეხვედრები პროექტის მფლობელებთან და მიზნობრივ ინვესტორებთან.

წლევანდელი ფორუმი ამჩამის (ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში) პრეზიდენტმა, მაიკლ კოუგვილმა და სს „ბიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ გახსნეს.

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის სამიზნე აუდიტორია მოიცავს რეგიონული საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის: ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებს, გლობალური კომპანიების აღმასრულებლებს, საინვესტიციო სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატიურ მისიებს, ასოციაციების წარმომადგენლებსა და მედიას.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.