პაშა ბანკი ჟურნალ Entrepreneur-ის ღონისძიების სპონსორია

31.01.2020

პაშა ბანკის სპონსორობით, ჟურნალმა Entrepreneur 30 იანვარს, სასტუმროში Wyndham Grand Tbilisi, პანელური დისკუსია გამართა თემაზე "ბიზნეს ტრენდები 2020 წელს". ღონისძიებაზე ინდუსტრიის ლიდერებმა პრაქტიკული რჩევები მისცეს დამსწრე აუდიტორიას და 2020 წლის მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟურნალ Entrepreneur-ის გმირები, გამოცემის კოტრიბუტორები, ბიზნეს პარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები. საღამოს მოდერატორი Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი შარაშიძე იყო.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდი Entrepreneur წარმატებული ბიზნეს ისტორიების, პოზიტიური ინსპირაციისა და კვალიფიური ბიზნეს ინფორმაციის ყოველდღიური სანდო წყაროა ანტრეპერენერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის მთელ მსოფლიოში