პაშა ბანკი საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია
 

24.05.2021

პაშა ბანკი საქართველო საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვებინარების სერიისა და პუბლიკაციის სპონსორია. მისი ორგანიზატორი აზერბაიჯანის წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ADA უნივერსიტეტია. ის აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) და ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იურიდიული მემკვიდრეა.

პროექტის მიზანია, განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები ყარაბაღის ომის შემდგომ პერიოდში; ასევე, ხაზი გაუსვას თბილისსა და ბაქოს შორის სტრატეგიული ღერძის მნიშვნელობას რეგიონალური სტაბილურობისა და განვითარებისათვის. პროექტი ასევე მოიცავს, როგორც ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ისე არსებული და განვითარებადი სატრანსპორტო დერეფნების საკითხს.

პირველი ვებინარი 27 მაისს შედგება. ქართველი სპეციალისტები, ვებინარების სერიის სხვა მონაწილეებთან ერთად, განიხილავენ რეგიონალურ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ვაჭრობასა და სავაჭრო კავშირებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სამოქალაქო საზოგადოებას და განათლებას.

1991 წლიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს ორი ქვეყანა რეგიონეში ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შედეგია ისეთი გრანდიოზული გლობალური პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სამხრეთ გაზის დერეფანი და სხვა. აზერბაიჯანმა და საქართველომ მხარი დაუჭირეს ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონალურ ფორუმზე და შექმნეს „სუამი“, როგორც რეგიონალური ინტეგრაციული ორგანიზაცია.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ვებინარზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, გაიარონ მარტივი და უფასო რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://zoom.us/j/2134206571
Meeting ID: 213 420 6571