პაშა ბანკი ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა კონცერტის სპონსორია

27.06.2023

პაშა ბანკი ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა კონცერტის სპონსორია

2023 ძალიან მნიშვნელოვანი წელია, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოსთვის. დიდია მისი როლი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და პოლიტიკურ–ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში.

პაშა ბანკის მხარდაჭერით 2 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალაკონცერტს უმასპინძლა.

მაყურებლის წინაშე ქართველი და აზერბაიჯანელი შემსრულებლები წარდგნენ. კონცერტზე უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ცნობილი აზერბაიჯანელი დირიჟორის იალჩინ ადიგეზალოვის ხელმძღვანელობით.

ღონისძიების გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა. მაყურებელს მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა და ასევე  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა. მათ ისაუბრეს ჰეიდარ ალიევის ფიგურის წვლილზე, რაც მას მიუძღვის ორი ქვეყნის მეგობრობაში.

ამის შემდეგ კი სცენა უკვე მუსიკოსებს დაეთმოთ. ელისო ბოლქვაძე, იალჩინ ადიგეზალოვი, თეიმურაზ გუგუშვილი, ელმინა ჰასანოვა, ეს იმ მუსიკოსთა ჩამონათვალია ვინც კიდევ უფრო გაალამაზა საღამო.

მაყურებლებს გადაეცათ სსს „აზერბაიჯანის ტელერადიომაუწყებლობის“  ავტორობით შექმნილი, დიდი ლიდერის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნები, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მის ბიოგრაფიას, ქრონოლოგიურ ფაქტებს და პოლიტიკოსთა მოსაზრებებს.

პაშა ბანკი კიდევ ერთხელ ულოცავს სრულიად აზერბაიჯანს და საქართველოს, ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს.