ცვლილება პაშა ბანკ საქართველოში

22.09.2023

20 სექტემბერს ნიკოლოზ შურღაიამ პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პაშა ბანკი საქართველო ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, განცხადებას ახალი თავმჯდომარის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცებისთანავე გაავრცელებს.

პაშა ბანკი საქართველო მიმდინარე საქმიანობას საერთაშორისო სანქციებისა და საქართველოს კანომდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აგრძელებს.