პაშა ბანკი 10 წლის გახდა!

23.10.2023

პაშა ბანკი 10 წლის გახდა!

14 ოქტომბერს პაშა ბანკი საქართველოს მთლიანი გუნდი, 400-მდე თანამშრომელი, მთაწმინდის პარკში, Underwheel Club-ში შეიკრიბა, სადაც თიმბილდინგით ბანკის მე-10 დაბადების დღე აღინიშნა.

თანამშრომლებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, ჩაერთნენ სხვადასხვა გუნდურ აქტივობებსა და გათამაშებებში, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და გაცვალეს მოლოდინები. სასიამოვნო და დატვირთული დღე კი გალა ვახშმით დასრულდა, რომელსაც მუსიკალურად ბენდი „ნიუტონი“ აფორმებდა.