03.11.2023
პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით 2023 წლის 26 ოქტომბრიდან პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს ყავს ახალი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი - რამილ იმამოვი
პაშა ბანკის დირექტორთა საბჭო ამჟამად შედგება ოთხი დირექტორისგან:
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: რამილ იმამოვი
დირექტორთა საბჭოს წევრი: პარვინ მამმადოვი
დირექტორთა საბჭოს წევრი: ანზორ მანწკავა
დირექტორთა საბჭოს წევრი: ლევან ალადაშვილი
რამილ იმამოვი პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი 2023 წლის 27 ოქტომბრიდან გახდა.ამასთანავე, რამილ იმამოვი - პაშა ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორია
რამილ იმამოვმა დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრის და მაგისტრატურის ხარისხით ეკონომიკური რეგულირების მიმართულებით. მან ასევე დაამთავრა დიუკის უნივერსიტეტის ASEP პროგრამა და Erickson Coaching International.
მისი კარიერა დაიწყო Bank of Baku OJSC-ში, მიკრო ფინანსებისა და იპოთეკის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, შემდეგ კი Bank Respublika OJSC-ის ფილიალის მენეჯერად, სადაც მართავდა გაყიდვებსა და უზრუნველყოფდა მომსახურების ხარისხს. 2010 წელს შეუერთდა Kapital Bank OJSC-ში ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
2018 წელს ბატონი რამილი გახდა საცალო გაყიდვების მთავარი ოფიცერი Kapital Bank OJSC-ში. ის წარმატებით მართავდა მრავალ დეპარტამენტს და ხელმძღვანელობდა გაყიდვების სტრატეგიებს.
ბატონი რამილი 2023 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა სს პაშა ბანკი საქართველოს აღმასრულებელ დირექტორად ასევე სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორად.