პაშა ბანკი საქართველოს მიენიჭა 'B/B' რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით 

26.11.2024

Პაშა ბანკი საქართველოს მიენიჭა 'B/B' რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით 

პაშა ბანკი საქართველომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ისგან მიიღო  B/B გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი წარმატებაა ბანკისთვის.  

2024 წლის დასაწყისში პაშა ბანკმა საქართველოში შეცვალა სტრატეგია და ახლა მხოლოდ კორპორატიულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს. სტრატეგიული ცვლილებების ფონზე ეს რეიტინგი სტაბილური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი გზავნილია მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლებისათვის.  

განვითარების ახალ ეტაპზე პაშა ბანკი აგრძელებს მაღალი სტანდარტების საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.