ინტერნეტბანკი

პაშა ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

პაშა ბანკი გთავაზობთ თანამედროვე, უსაფრთხო და გამოსაყენებლად მარტივ ინტერნეტბანკის მომსახურებას. ჩვენი ინტერნეტბანკით სარგებლობისას თქვენ გექნებათ წვდომა თქვენთვის საჭირო საბანკო სერვისებზე და ბანკში მოსვლის გარეშე შეძლებთ ფინანსური ოპერაციების სასურველ დროს  განხორციელებას.

უპირატესობები:

  • მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
  • ოპერაციების შესრულება შეგიძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან - აღნიშნული სერვისი არ საჭიროებს სპეციალურ ტექნიკას და პროგრამულ უზრუნველყოფას.

ოპერაციები:

  • გადარიცხვები ლარით პაშა ბანკში და საქართველოში მოქმედ სხვა ბანკებში 
  • გადარიცხვები უცხოური ვალუტით საქართველოში და საზღვარგარეთ 
  • ვალუტის კონვერტაცია
  • ამონაწერის მიღება ანგარიშიდან 
  • ინფორმაცის მიღება ანგარიშების, სესხებისა და დეპოზიტების შესახებ
  • ინფორმაციის მიღება სავალუტო გაცვლითი კურსის შესახებ

დარეგისტრირება მომსახურების მისაღებად:

მომსახურების მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც უნდა მობრძანდეთ ბანკში და შეავსოთ განაცხადის მარტივი ფორმა. ბანკის წარმომადგენელი გაგაცნობთ პაშა ბანკის ინტერნეტბანკის მომსახურების გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას.

​პაშა ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს pashaonline.ge