მუდმივი საგადახდო დავალება

პაშა ბანკის მუდმივი საგადახდო დავალებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

მუდმივი საგადახდო დავალების სერვისი საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ თანხის გადარიცხვები ბანკში მისვლის და ინტერნეტბანკის გამოყენების გარეშე. მუდმივი საგადახდო დავალება მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ კონკრეტულ ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული თანხების პერიოდულად გადარიცხვა.