ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: უფროსი იურისტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელშეკრულებების, იურიდიული დასკვნების მომზადება და რევიზია;
- ახალი პროდუქტების შექმნისა და დანერგვის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- ბანკის ინტერესების დაცვა საჯარო/კერძო პირებთან;
- ბანკის დეპარტამენტებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- ბანკის პოლიტიკა/პროცედურების/ხელშეკრულებების საქართველოს ეროვნული ბანკისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საკანონმდებლო სიახლეების შესაბამისად ბანკის დოკუმენტების/ხელშეკრულებების შექმნა/ განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: მაგისტრის ხარისხი სამართლის დარგში;
სამუშაო გამოცდილება: იურისტად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კერძო სამართლის მიმართულებით (საბანკო/საფინანსო ინსტიტუტში);
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის C1 (Advanced) და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: სამოქალაქო კოდექსის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის და კომერციული ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების ცოდნა; ხელშეკრულების მომზადების ცოდნა, სამართლებრივი წერის კარგი ცოდნა. Microsoft Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.