კორპორაციული ბანკინგის ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი, 2025 წ.
 

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
 

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტის მხარდაჭერა, ბანკის კორპორაციული კლიენტების ფინანსურ ანალიზში;
  • ტრანზაქციებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო მემორანდუმისა და ფინანსური მოდელის;
  • ფინანსური მოდელირება, შეფასება, ბაზრის სპეციფიკური და შედარებითი ანალიზის მომზადება;
  • მომხმარებლების ბიზნესის ფინანსური მონიტორინგი და საკრედიტო რისკების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • მხარდაჭერა გარიგების სტრუქტურისა და შინაარსის დეტალურ ანალიზში, გარიგების სწორად დაგეგმვასა და აღსრულებაში.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის, ბუღალტერიის, ან ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით;
უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: ფინანსური რეპორტინგი, Microsoft Office პროგრამების Advanced დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel).
 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
  • დამოუკიდებლად მუშაობის და ორგანიზაციული უნარები
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ძლიერი ინტერპერსონალური უნარები


 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

შეავსეთ განაცხადი