ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 მაისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბანკის პროცედურებთან, დებულებებთან და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორპორატიული მართვის საკითხების შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა, მმართველი ორგანოების წევრებისთვის პროფესიული რჩევების მიწოდება;
- ბანკის მმართველ ორგანოებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა; საჭიროებისამებრ სწავლებასთან, შესრულების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულობა;
- მმართველი ორგანოების წევრებისთვის შეხვედრების ორგანიზება, დასწრების კოორდინაცია, დღის წესრიგისა და დოკუმენტების მოწესრიგება, ოქმების შედგენა, შეხვედრების შემდგომი უკუკავშირების შეჯამება, ანგარიშების მომზადება, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შესაბამისი მხარეებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა;
- ინფორმაციის Disclosure Policy -ის ადმინისტრირება და შემუშავება, ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ მარეგულირებელი ორგანოებისთვის შეტყობინება; უფლებამოსილების განაწილების და დელეგირების დოკუმენტირებული უზრუნველყოფა და მის ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორთა საბჭოს ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომიტეტების ეფექტურად მუშაობის ხელშეწყობა;
- ბანკის რეპუტაციის დაცვაზე ზრუნვა, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან, მოქმედებებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, ეთიკის კოდექსის შემუშავება, თანამშრომლების მიერ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული აზრების თავმოყრა და საბჭოსთვის გაზიარება, ცვლილებების შეთავაზება.
- პროცესების, პოლიტიკების და პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელძღვანელობა საჭირო ბიზნეს მიზნების მისაღწევად, გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმღლესი აკადემიური განათლება;
სამუშაო გამოცდილება: ფინანსურ სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, კორპორაციული ასისტენტის/მდივნის პოზიციაზე,
უცხო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: Microsoft Windows Server-ის ცოდნის დემონტრირება სამუშაო გარემოში.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და პრობლემების მოგვარების უნარები;
- ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- მაღალი სამუშაო ეთიკა;
- ლიდერული თვისებები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.