ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტრატეგიის განსაზღვრა საბანკო დაკრედიტების პროდუქტებისთვის;
- პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მართვა იდეის ფორმირებიდან ოპტიმიზაციამდე;
- შესრულების მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა მონაცემთა და ანალიტიკური ხედვის საფუძველზე;
- რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგის, საოპერაციო და ტექნიკურ გუნდებთან;
- მომხმარებელთა კვლევის ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილებების განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, ეკონომიკაში ან მსგავსი სფეროში (მაგისტრატურის ხარისხი/MBA - სასურველია);
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში;
უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები: საკრედიტო და რისკის მართვის პრინციპების ცოდნა; მონაცემთა ანალიტიკის ინსტუმენტების ცოდნა პროდუქტის მუშაობის და მომხმარებელთა ქცევის შესაფასებლად; საბანკო ციფრული პლატფორმების ცოდნა.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- გუნდში მუშაობის უნარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.