პაშა ბანკმა სპონსორობა გაუწია ადიზესის მეთოდოლოგიისა და 4D Branding სემინარებს.

15.07.2014

პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული მომსახურების კორპორატიულ  ბანკს, სპონსორობა გაუწია სემინარებს: A New Management Paradigm for a New Age of Managers, და 4D Branding - Surprise Branding, რომლებიც 11-12 ივლისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.

სემინარზე ლექციები წაიკითხეს შოჰამ ადიზესმა, ადიზესის ინსტიტუტის (ამერიკა) ოპერაციების  ვიცე პრეზიდენტმა და ტრენინგებისა და სერტიფიკაციის დირექტორმა და ტომას გადმა, საკონსულტაციო კომპანია Brandflight - ის  (შვედეთი) დამფუძნებელმა და უფროსმა  ბრენდ სტრატეგმა.

ადიზესის ინსტიტუტის დამფუძნებელი -  დოქტორი იცხაკ ადიზესი გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი ფუნდამენტური ცვლილების გზით ბიზნესისა და მთავრობის საქმიანობის გაუმჯობესების საკითხებში . უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ის მუშაობდა მსოფლიოს რამდენიმე უდიდეს ორგანიზაციასთან  და კონსულტაციას უწევდა სხვადასხვა მთავრობების ხელმძღვანელებს. შოჰამი  ადიზესის ინსტიტუტში მუშაობს 2001 წლიდან. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მასობრივი რესტრუქტურიზაციის პროგრამების  მხარდაჭერით ის დაეხმარა სხვადასხვა სახის  ორგანიზაციებს მიეღწიათ  მდგრადი განვითარების მაღალი დონისთვის.

 

ტომას გადი არის გამოცდილი და აღიარებული ბრენდინგის ექსპერტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით. ის მუშაობდა ბრენდის განვითარების , კომუნიკაციისა და რეკლამის საკითხებზე  მსოფლიოში ცნობილი კომპანიებისთვის , მათ შორის შემდეგი კომპანიებისთვის: Nokia, Scandinavian Airlines, Procter & Gamble, Compaq and Microsoft. ტომას გადმა შეიმუშავა უნიკალური 4-განზომილებიანი  ბრენდის შექმნის, ტრანსფორმაციის და შენარჩუნების  მეთოდი და გამოაქვეყნა თავის ბესთსელერ წიგნში 4D Branding. მან Brandflight დააფუძნა 1997 წელს.

“როგორც ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ორგანიზაცია , პაშა ბანკი მუდმივად ეცნობა ბიზნესის თეორიის და პრაქტიკის უახლეს ტენდენციებს . ჩვენთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღოთ  ქართული ბიზნეს საზოგადოებისთვის  ბრენდინგისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროებში მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების წარდგენაში“. - თქვა გოგა ჯაფარიძემ , პაშა ბანკი საქართველოს კომერციულმა დირექტორმა.