პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

17.06.2019

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“ ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპონსორობა პაშა ბანკმა გაუწია.

პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გამოსული ნომრების რესპოდენტები, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნეს პარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები დაესწრნენ.

„ცნობილი ამერიკული გამოცემა Entrepreneur წელიწადზე მეტია საქართველოში გამოდის და უკვე იქცა ქართველი ანტრეპრენერების და ბიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანების ფავორიტ გამოცემად. 2 თვეა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს ვებ პლატფორმა www.entrepreneur.ge, რომლის საშუალებითაც, კიდევ უფრო გავზარდეთ და მომავალშიც გავზრდით Entrepreneur-ის ერთგულ მკითხველთა აუდიტორიას. მოხარული ვარ, რომ პაშა ბანკი მხარს უჭერს საქართველოში ანტრეპრენერშიპის იდეის პოპულარიზაციას და თანამშრომლობს ანტრეპრენერებისთვის საინტერესო თემებზე რეგულარული ღონისძიებების და აქტუალური დისკუსიების მხარდაჭერის მიმართულებით. იმედია, ამ ტიპის თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ, „Entrepreneur საქართველოს“ გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა.

“წელს პაშა ბანკმა განაახლა სერვის მოდელი და ახლა ჩვენი საბანკო მომსახურებით სარგებლობას, როგორც მსხვილი და საშუალო, ისე - მცირე საწარმოები შეძლებენ, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს. გვაქვს სურვილი, რომ მხარი დავუჭიროთ ანტრეპრენერებს და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ საპრეზენტაციო ღონისძიების სპონსორობა. ვთვლით, რომ ჟურნალი ანტრეპრენერი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას და გამოცდილებას აწვდის დაინტერესებულ პირებს და ეხმარება მათ განვითარებაში.” - განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს  კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ჟურნალი Entrepreneur ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან გამოდის. ქართული გამოცემა ადგილობრივი ანტრეპრენერებისთვის პოზიტიური ინსპირაციის, საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის წყაროა.