პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო კონფერენციას უმასპინძლებენ
 

06.08.2019

პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 აგვისტოს სასტუმრო „მოქსიში“ საერთო საპრეზენტაციო ღონისძიებას გამართავენ.

კონფერენციაზე განიხილება სექტორში არსებული ახალი გამოწვევები და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის განახლების საკითხი. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე და პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდე ღონისძიებაზეთანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

პაშა ბანკის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. მაშინ ბანკის ინიციატივით განხორციელდა შეხვედრა - MEETING ROOM, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებულ ბიზნეს კონფერენციების ციკლს წარმოადგენდა. პროექტის ფარგელბში, რიგით პირველი კონფერენცია თემაზე „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში“ 2016 წლის 25 მაისს სწორედ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და სექტორის წარმომადგენლებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.