პაშა ბანკი თორაძის საერთაშორისო ფესტივალის სპონსორია

11.07.2023

პაშა ბანკი თორაძის საერთაშორისო ფესტივალის სპონსორია.

„თორაძის ფონდთან“ არსებული ფესტივალის დაარსების იდეა ლექსო თორაძის დას, ნინო თორაძეს ეკუთვნის. თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ, ქართველ პიანისტად აღიარებული ლექსო თორაძე, არა მხოლოდ საქართველოში, არამდე საერთაშორისო მაშტაბით მოღვაწეობდა. მან სახელი გაითქვა სხვადასხვა ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულებით, მაგალითად როგორებიცაა: მოცარტი, ჩაიკოვსკი, ლისტი და სხვა.

2023 წელს პირველად გაიმართა „თორაძის საერთაშორისო ფესტივალი“ რომელიც 30 მაისს დაიწყო და 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ფესტივალი მიზნად ისახავდა ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების მხარდაჭერას,

ფესტივალი 30 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი მასპინძლობდა როგორც კლასიკური, ისე ფოლკლორული მუსიკის მოყვარულებს. მონაწილეობას იღებდნენ ისეთი საერთაშორისო დონის შემსრულებლები, როგორებიც არიან: გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ინსტრუმენტული შესრულებისთვის, მაქსიმ ვენგეროვი, ამერიკაში მოღვაწე ვირტუოზი პიანისტი, სერგეი ბაბაიანი და სხვები. ქართველი შემსრულებლებიდან კი მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ნიკოლოზ რაჭველი, ირმა სვანაძე, ანსამბლი „ბასიანი”, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე და სხვები.
პაშა ბანკის დაფინანსებით ახალგაზრდა მუსიკოსებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის საჭირო ინვენტარი, რომლითაც ისინი წარდგებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.