21.09.2023
პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა ორი წევრი: როვშან ალავერდიევი და კამალა ნურიევა.
ასევე თანამდებობა დატოვა სამეთვალყურეო საბჭოს ორმა წევრმა: ბატონ ჯალალ გასიმოვმა და ფარიდ მამედოვმა.
პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამჟამად შედგება ხუთი დირექტორისგან:
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: როვშან ალავერდიევი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: როვშან ალავერდიევი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: შაჰინ მამმადოვი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: ებრუ ოღან კნოტნერუსი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი
როვშან ალავერდიევი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და კამალა ნურიევა პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2023 წლის 12 სექტემბრიდან გახდნენ.
როვშან ალავერდიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და შრომის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მან კარიერა Khayal Cooperative Bank-ის წამყვან სპეციალისტად 1992 წელს დაიწყო. იმავე წელს მუშაობდა Garagayabank-ის კომერციულ ბანკში და გახლდათ წამყვანი სპეციალისტი და მთავარი ბუღალტერი. ის შეუერთდა Arkobank JSB-ს 1996 წელს, როგორც მთავარი ბუღალტრის მოადგილე და იყო ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. ბ-ნი ალავერდიევი Zamin Commercial Bank-ს, როგორც საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 2002 წელს შეუერთდა, შემდეგ კი საფინანსო-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორისა და კავკასიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
2003-2006 წლებში იგი მუშაობდა ტექნიკაბანკში ფილიალის მენეჯერად, 2006-2007 წლებში კაპიტალ ბანკში ფილიალის მენეჯერად და 2007-2013 წლებში პაშა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.
2013 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის მაისამდე მუშაობდა სს „კაპიტალ ბანკში“ აღმასრულებელი დირექტორისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
2023 წლის 05 მაისს ბ-ნი ალავერდიევი PASHA Holding-ის კორპორატიული ბანკინგისა და დაზღვევის განყოფილებაში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ის არის პაშა ჯგუფის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე.
როვშან ალავერდიევი პაშა ბანკ საქართველოს, როგორც საბჭოს წევრი 2023 წლის 12 სექტემბერს შეუერთდა.
კამალა ნურიევამ 1998 წელს ბაკალავრის ხარისხი საბანკო მენეჯმენტში დასავლეთის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი - ფინანსებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტიდან 2003 წელს.
ამავე წელს შეუერთდა სოფლის მეურნეობის საინვესტიციო ფონდს სესხის ოფიცრის პოზიციაზე, რომელიც TACIS პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანში, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარებისთვის შეიქმნა. კამალა გახლდათ პასუხისმგებელი კლიენტების მოზიდვაზე, ასევე სესხის წარმოქმნასა და მართვაზე. იმავე წელს იგი აიყვანა უნიბანკმა OJSC-მა ფინანსური და სახაზინო კონტროლის ოფიცრად, სადაც პასუხისმგებელი იყო სავალუტო და საბაზრო რისკების მართვაზე. 2004-2005 წლებში იგი მუშაობდა McDermott Caspian Contractors Inc.-ში, როგორც ხარჯების კონტროლის ოფიცერი, ცენტრალური აზერბაიჯანის ოფშორული პლატფორმების დამზადებისა და მონტაჟისთვის. 2005 წელს იგი შეუერთდა ბაქოს ბანკს OJSC-ში, მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბუღალტრული აღრიცხვის საქმიანობასა და მენეჯმენტის ანგარიშგებაზე.
2007 წელს იგი შეუერთდა პაშა ბანკს, როგორც შიდა აუდიტის მენეჯერი და 2011 წელს დაინიშნა რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსად.
2012 წელს გადავიდა პაშა ჰოლდინგში აუდიტისა და მონიტორინგის მენეჯერად.
2013 წელს დაინიშნა პაშა ჰოლდინგში ჯგუფის რისკების მართვის დირექტორად.
2021 წლის მაისიდან მან განაგრძო თავისი პროფესიული საქმიანობა აქციონერთა ოფისში, რისკებისა და აუდიტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
კამალას PASHA ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტის, რისკების მართვის კომიტეტისა და საინვესტიციო კომიტეტის წევრად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან კამალა ნურიევა შეუერთდა PASHA Bank Georgia-ს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს და რისკების მართვის კომიტეტის წევრი.
მისი გამოცდილება საბანკო და ბიზნესის ადმინისტრირებაში 27 წელზე მეტს ითვლის.
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.