სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში" სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.
პაშა ბანკი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებს სთავაზობს მოქნილ და ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სესხებს.
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით.
პროგრამის სამიზნე სექტორებია:
- ენერგეტიკა
- უძრავი ქონება
- წარმოება
- ლოჯისტიკა
- აგრო და საკვების დამუშავება
- BPO
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka