საბანკო გარანტიები

პაშა ბანკის საბანკო გარანტიებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

საბანკო გარანტია არის ბანკის მიერ პრინციპალის (ბანკის კლიენტი, ვისი დავალებითაც გაიცემა გარანტია) დავალებით, ბენეფიციარისთვის გაცემული წერილობითი ვალდებულება/დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, გარანტიით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის თანხის გადახდას, წერილობითი მოთხოვნის ან/და გარანტიაში მითითებული სხვა საბუთების წარდგენის სანაცვლოდ. 

პაშა ბანკი გთავაზობთ საბანკო გარანტიებს ადგილობრივი და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებისთვის. ბანკი გასცემს სხვადასხვა სახის საბანკო გარანტიას როგორც საკუთარი პასუხისმგებლობით, ასევე მსოფლიოში ცნობილი, პირველი კლასის ბანკებთან თანამშრომლობით (გარანტიის დადასტურება/კონტრ-გარანტია). 
პაშა ბანკის თანამშრომლები გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით და დაგეხმარებიან გარანტიის ტიპის შერჩევაში თქვენი სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამრიგად, მომხმარებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან მასზე უარის განცხადების შემთხვევაში, ზარალს ბანკი აანაზღაურებს.

საბანკო გარანტიის ძირითადი ტიპები:

გადახდის გარანტია - უზრუნველყოფს მყიდველის მიერ გამყიდველის წინაშე ნაკისრი გადახდის ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
საავანსო გადახდის გარანტია - ბანკი იღებს ვალდებულებას, დაუბრუნოს ავანსი ბენეფიციარს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის მიღების შემდეგ პრინციპალი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
ხელშეკრულების შესრულების გარანტია - უზრუნველყოფს საქონლის დროულ მიწოდებას ან მომსახურების გაწევას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
სატენდერო გარანტია - უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ სატენდერო პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
საბაჟო ვალდებულებების უზრუნველყოფის გარანტია - გაიცემა იმპორტის და ექსპორტის ოპერაციების განმახორციელებელი სუბიექტის ბანკის მიერ საბაჟო ორგანოებისათვის საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის ვალდებულების უზრუნველსაყოფად;
დეფექტზე პასუხისმგებლობის/ხარისხის გარანტია - უზრუნველყოფს პრინციპალის ვალდებულებას შესრულებული სამუშაოების/პროდუქციის მიწოდების შემდგომ, რაიმე დეფექტის აღმოჩენის ან ხარისხის გაფუჭების შემთხვევაში გამოასწოროს დეფექტები/ხარვეზები, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობების შესაბამისად;
საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტია - გამოიყენება საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად.

უპირატესობები:

  • მყიდველის მიერ აღარ არის აუცილებელი თანხის წინასწარ გადახდა;
  • მყიდველი სარგებლობს სანდო პარტნიორის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და შეუძლია უფრო ხელსაყრელი სავაჭრო პირობების მოთხოვნა პარტნიორებისგან (კონსიგნაციის პერიოდის მოპოვება);
  • საბანკო გარანტია ასრულებს ბენეფიციარისთვის დამატებითი დამცავი მექანიზმის ფუნქციას პრინციპალის მიერ  ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
  • საბანკო გარანტიები მოითხოვს მცირე დროს დამუშავებისთვის და შესაბამისად დაბალ საკომისიო მოსაკრებელს.

 

შეავსეთ განაცხადი