სიახლეები

17.06.2019

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“ ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპონსორობა პაშა ბანკმა გაუწია.

10.06.2019

პაშა ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკი განაახლა
 

პაშა ბანკმა 10 ივნისს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გააქტიურა. განახლებული მომსახურებით სარგებლობას როგორც ფიზიკური პირები, ისე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოები შეძლებენ. საუბარია იმ საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

12.04.2019

პაშა ბანკმა სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს საქართველოში - TMG 2019-ს სპონსორობა გაუწია

10-11 აპრილს TMG 2019 - „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ გაიმართა. პაშა ბანკი უკვე მესამედ იყო ღონისძიების სპონსორი. ამით ბანკი მხარს უჭერს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკის განვითარებას.

21.03.2019

პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა

21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კიდევ ერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. მოხალისეებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 2 ჰექტრის ფართობის ტერიტორია უკვე მესამედ დაასუფთავეს.

06.03.2019

პაშა ბანკი -  ახალი ფილიალი

პაშა ბანკი კორპორაციულ სეგმენტთან ერთად საშუალო და მცირე ზომის კომპანიებსაც მოემსახურება

07.02.2019

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში
 

პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაემატა ორი დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი.

17.12.2018

პაშა ბანკი პარტნიორებს ახალ წელს ტრადიციულად - გარემოსდაცვითი აქტივობით ულოცავს

პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით საახალწლოდ გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებს. ამჯერად ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica) და იმერული მუხა (Quercus Imeretina).

19.10.2018

პაშა ბანკი - ICC საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრის პლატინის სპონსორი
 

15-17 ოქტომბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრა.

17.10.2018

პაშა ბანკმა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა

ფონდი “აღადგინეს” ფარგლებში ბორჯომის ტყეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. „აღადგინე“ ბიას მიერ ინიცირებული პროექტია, რომლის მეშვეობითაც 250-მდე კომპანიამ საერთო ჯამში 48,000 ნერგის ღირებულების თანხა შეაგროვა.

01.10.2018

პაშა ბანკი - ICC საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრის პლატინის სპონსორი

15-17 ოქტომბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართება საბანკო კომიტეტის ტექნიკური შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას არაერთი სპონსორი და მხარდამჭერი ყავს, პაშა ბანკი კი მსი პლატინის სპონსორია.