აღმასრულებელი ასისტენტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული მართვის განყოფილება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 აგვისტო, 2024 წ.


ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ


ირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გენერალურ დირექტორსა და სხვა მხარეებს შორის შუამავლობა, შესაბამისი კომუნიკაციის მართვა
  • გენერალური დირექტორის სამუშაო კალენდრის მართვა, შეხვედრების დაორგანიზება, მივლინებების დაგეგმვა
  • შემომავალი ელ. ფოსტის, ზარებისა და მოთხოვნების გადარჩევა და დაპრიორიტეტება; კრიტიკულ საკითხებზე გენ. დირექტორის დროული ჩართულობის უზრუნველყოფა
  • გენ. დირექტორის შეხვედრების მხარდაჭერა, მათ შორის სტუმრების სასმლით გამასპინძლება
  • ყავისა და ჩაის მომზადება როგორც შეხვედრებისთვის, ასევე დღის განმავლობაში
  • შეხვედრების დღის წესრიგის მომზადება
  • საჭიროებისამებრ დოკუმენტების, პრეზენტაციების, რეპორტების მომზადება; ყველა დოკუმენტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • კორპორაციული მართვის პოლიტიკებისა და პროცედურების განახლება-განვითარებაში მხარდაჭერა, იურიდიულ და შესაბამისობის გუნდებთან თანამშრომლობა საჭიროების მიხედვით
  •  დირექტორთა საბჭოს შეხვედრებისთვის შესაბამისი მასალების მომზადება კორპორაციული მართვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნის გათვალისწინებით
  •  გენ. დირექტორთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებში ჩართულობა, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის მოკვლევას, მონაცემთა ანალიზს სხვა მულტიფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობას
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უცხო ენები: ქართული, აზერბაიჯანული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა B2-Upper-Intermediate დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების დასახვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

შეავსეთ განაცხადი