საკრედიტო ანდერაიტერი (კორპორატიული)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი:  ანდერაიტინგის დეპარტამენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა:  30 აპრილი, 2024
 

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კორპორატიული პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა არსებული და პოტენციური მსესხებლების კრედიტუნარიანობის შეფასებით, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკრედიტო გადაწყვეტილებების და პორტფელის რეგულარული მონიტორინგი,  მსესხებლებზე სტრეს ტესტების ჩატარება
  • შიდა ფუნქციების მხარდაჭერა მათი მოვალეობების შესრულებაში: სესხის ადმინისტრირება, პორტფელის მენეჯმენტი, საკრედიტო რისკები, შიდა აუდიტი, ანგარიშგება
  • დეპარტამენტის ჭრილში მსხვილ პროექტებში მონაწილეობა და მულტიფუნქციურ გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა
  • დეპარტამენტის პოლიტიკების, პროცედურების, მეთოდოლოგიების და სხვა ინიციატივების  შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა/მხარდაჭერა
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის,  ან მათთან გათანაბრებულ დარგში
სამუშაო გამოცდილება: მნიშვნელოვანია, საკრედიტო ანალიტიკის და/ან საკრედიტო რისკების მართვის კუთხით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. პრიორიტეტულია, კორპორტიული ფინანსების მართვის და ანალიზის მიმართულებით გამოცდილებაა
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2-Upper-Intermediate დონეზე ცოდნა
ტექნიკური ცოდნა და უნარები: პრიორიტეტულია, რომ კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს FRM/CFA/ACCA გამოცდები; ფინანსებისა და Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • დროის მართვის კარგი უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი
  • როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
  • კრიტიკულად აზროვნების უნარი; პრობლემის იდენტიფიცირებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი
  • სწრაფად ათვისების უნარი

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

შეავსეთ განაცხადი