ბიზნესის განვითარების ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი:  ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა:  31 ივლისი, 2024
 

ჩვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
  • მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
  • ღიაობას ინიციატივების მიმართ
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ბაზრის კვლევა და ანალიზი: ბაზრის ტრენდების, მომხმარებელთა პრეფერენციებისა და კონკურენტების იდენტიფიცირება მონაცემთა ანალიზის გზით
  • ლიდების გენერირება: სხვადასხვა არხიდან გენერირებული ლიდების თრექინგი და ანალიტიკა - ვებგვერდის ვიზიტები, სოც. მედიაზე ჩართულობა და მარკეტინგული კამპანიები
  • გაყიდვების პროგნოზირება: არსებული გაყიდვების მონაცემებისა და ბაზრის ტრენდების ანალიტიკა მომავალი გაყიდვების პროგნოზირებისთვის
  • მომხმარებელთა სეგმენტაცია და ოპტიმიზაცია: მომხმარებელთა სეგმენტაცია დემოგრაფიის, ქცევის და მათი პრეფერენციების გათვალისწინებით
  • შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და ოპტიმიზაცია: ბიზნესის განვითარების აქტივობების შედეგების თრექინგი - მარკეტინგული კამპანიები, გაყიდვები, ლიდები. სტრატეგიის ოპტიმიზაციისა და შედეგების გაუმჯობესებისთვის KPI-ების ანალიზი
  • რისკების შეფასება და დაზღვევა: ბიზნესის განვითარების პროცესში პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, როგორიცაა ბაზრის არასტაბილურობა, კონკურენტული საფრთხეები ან ცვლილებები მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სტატისტიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების,  ან მათთან გათანაბრებულ დარგში
სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიზის ან მომიჯნავე დარგში; სასურველია ბიზნესის განვითარების, ან გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ C1-Advanced დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა B2-Upper-Intermediate დონეზე
ტექნიკური ცოდნა და უნარები: მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Python, R, SQL ან სხვა; მონაცემთა მანიპულაციისა და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა: Excel, SAS, SPSS ან მსგავსი პროგრამები; სტატისტიკური ანალიზისა და მონაცემთა მოდელირების ტექნიკების ცოდნა; მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა; ბიზნესის განვითარების პრინციპებისა და სტრატეგიების ცოდნა; გაყიდვებისა და მარკეტინგის კონცეფციის, მომხმარებელთა სასიცოცხლო ციკლის მართვისა და ლიდების გენერირების ცოდნა
 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარი; მონაცემთა ინტერპრეტაციის, ტრენდების ანალიზისა და მნიშვნელოვანი ინსაითების განსაზღვრის უნარი
  • კომუნიკაციის კარგი უნარი
  • მულტიფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობის უნარი
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • ადაპტაციის და შემოქმედებითობის უნარი; ბიზნეს გამოწვევებში ინოვაციური მიდგომების მოძებნა

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

შეავსეთ განაცხადი