მარკეტინგის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2024

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
 

ვენ დაგახვედრებთ:

  • საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას
     

ირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება ბანკის ბრენდის, პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისათვის ბიზნეს მიზნებთან საერთო შესაბამისობაში
  • მარკეტინგის მცირე გუნდის მართვა, მენტორინგი და მხარდაჭერა, რათა გუნდის წევრებმა მიაღწიონ მიზნებს და უზრუნველყონ მაღალი ხარისხის სამუშაოს შესრულება
  • აქტიური თანამშრომლობა გაყიდვების, პროდუქტების განვითარების გუნდებსა და ტოპ მენეჯმენტთან,ბიზნესის საჭიროებების გასაგებად და მარკეტინგული გეგმების შემუშავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდასა და კლიენტების მოზიდვას
  • მარკეტინგული მასალების შექმნისა და განაწილების ზედამხედველობა, მათ შორის ციფრული კონტენტის, საბეჭდი მასალების, პრეზენტაციებისა და რეკლამების; ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ბაზრის ტრენდების, კონკურენტების აქტივობების და მომხმარებელთა ინსაითების მონიტორინგი, რათა გაუმჯობესდეს მარკეტინგული ხედვები და მიდგომები
  •  ბანკის ონლაინ ცნობადობისა და ციფრული მარკეტინგის არხების მართვა, მათ შორის ვებგვერდი, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტის კამპანიები და ფასიანი რეკლამები, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს რიჩი და კორპორატიულ კლიენტებთან ჩართულობა
  • მარკეტინგული მუშაობის მეტრიკებისა და KPI- ების გაანალიზება კამპანიების ეფექტურობის გასაზომად, რესურსების განაწილების ოპტიმიზაციისთვის და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ROI- ს გასაუმჯობესებლად
  • სტეიკჰოლდერებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათ შორის- კორპორატიულ კლიენტებთან, ინდუსტრიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, ბანკის რეპუტაციის ამაღლებისა და ბიზნესის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ყველა მარკეტინგული აქტივობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მარეგულირებლის მოთხოვნებსა და ეთიკურ სტანდარტებთან; ბანკის რეპუტაციაზე ზრუნვა  


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ან მათთან გათანაბრებულ დარგში; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით, მათ შორის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილებით მენეჯერულ პოზიციაზე
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ C1-Advanced დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა B2-Upper-Intermediate დონეზე
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება, სასურველია საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში; ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის- ვებ–გვერდის CMS, ელ.ფოსტის მარკეტინგის პროგრამული უზრუნველყოფა, სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები და ანალიტიკური პლატფორმები; მარეგულირებლის მოთხოვნებისა და საბანკო ინდუსტრიაში მარკეტინგთან დაკავშირებული შესაბამისობის სტანდარტების ცოდნა
     

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ძლიერი ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები, გუნდის შთაგონებისა და მოტივირების უნარი
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური; იდეების ეფექტურად წარდგენისა და დაინტერესებულ მხარეებზე გავლენის მოხდენის უნარით
  • სტრატეგიულად აზროვნების უნარი, ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით და გადაწყვეტილების მიღებისას მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომით
  •  კრეატიული აზროვნების უნარი, ინოვაციურობა და უწყვეტი განვითარების სურვილი

     

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

შეავსეთ განაცხადი